კომერციული ბანკებისთვის მინიმალური კაპიტალის მოთხოვნა იზრდება. როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აცხადებს აღნიშნული დღეს 12 მილიონია და ის ეტაპობრივად 50 მილიონამდე გაიზრდება. კობა გვენეტაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში მინიმალური კაპიტალის მოთხოვნა დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია.
„ცვლილებები და ინიციატივები, რომელსაც ვახორციელებთ არის დაკავშირებული ბაზელ 3 ჩარჩოს განხორციელებასთან საქართველოში, - რაც შეეხება მინიმალური კაპიტალის მოთხოვნას ბანკებისთვის, ვფიქრობ ეს დიდი ხანია გასაკეთებელია. ის საკმაოდ დაბალია სხვა ქვეყნებთან შედარებით, განხორციელდება ფაზების მიხედვით, რათა ბანკებს გარკვეული დრო მიეცეთ“, - განაცხადა გვენეტაძემ.