Home
Category
TV Live Menu

კომისიამ სს "ენერგოკავშირი" დააჯარიმა

5a326c0ab8847
BM.GE
14.12.17 16:17
760
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 13 დეკემბრის საჯარო სხდომაზე სს „ენერგოკავშირი“ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო დააჯარიმა. კომპანიას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 5000 ლარის გადახდა დაეკისრა.

სს „ენერგოკავშირის“ დაჯარიმების მიზეზი კომისიის მიერ დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა გახდა. კერძოდ, განაწილების ლიცენზიატმა არ დაარეგისტრირა განმცხადებელი აბონენტად, მიუხედავად იმისა, რომ მას კომისიის აპარატის მიერ წერილობით ეცნობა განმცხადებლის მოთხოვნის საფუძვლიანობის შესახებ.

Subscribe to our news

Get the main news of the day