Home
Category
TV Live Menu

კომიტეტმა მაუწყებელთან დაკავშირებით კანონში დაგეგმილ ცვლილებებს მხარი ისევ არ დაუჭირა

5a391d84aa7f9
BM.GE
19.12.17 18:08
665
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით კანონში დაგეგმილ ცვლილებებს მხარი კვლავ არ დაუჭირა.

კომიტეტმა, რომელიც “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე წამყვანი კომიტეტია, უარყოფითი შეფასება ერთხმად გამოხატა. კანონპროექტი მესამე მოსმენით განიხილეს.

მთავარი, რასაც კომიტეტი ეწინააღმდეგება, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში კომერციული რეკლამის განთავსების საკითხი და ასევე, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ასიგნებებთ ე.წ. სტარტაპების დაფინანსების ინიციატივაა.

კანონპროექტი უმრავლესობის დეპუტატთა ჯგუფის მიერ არის ინიცირებული.

IPN

Subscribe to our news

Get the main news of the day