Home
Category
TV Live Menu

კომპანია "აჭარისწყალი ჯორჯიას" აღმასრულებელ დირექტორად TaTa Power-ის წარმომადგენელი დაინიშნა

58d3943f6f1da
BM.GE
23.03.17 13:22
1083
კომპანია "აჭარისწყალი ჯორჯია" ქვეყნის უმსხვილესი საინვესტიციო-ინფრასტრუქტურული პროექტის "შუახევიჰესის" მშენებლობას ასრულებს და ოპერირებისთვის ემზადება. ოპერირების ეტაპიდან კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს რონი სოლბერგს, რომელიც წარმოადგენდა ნორვეგიულ Clean Energy-ს, ცვლის ინდური კომპანია TATA Power-ის წარმომადგენელი პრაშანტ ჯოში.

პრაშანტ ჯოში 23 წელია TATA Power-ში მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობს. მისი წარმატებული კარიერა 72 მეგავატი სიმძლავრის "კოპოლი ჰესის" პროექტით დაიწყო. პრაშანტ ჯოში მართავდა მნიშვნელოვან, როგორც შიდა ასევე საერთაშორისო პროექტებს: ავტომატიზაციის, კორპორაციული მენეჯმენტის, რეგულაციების, ბიზნესის განვითარების მიმართულებით. საქართველოში ჩამოსვლამდე ის ხელმძღვანელობდა ქარის ელექტრო სადგურს - Cennergi-ს სამხრეთ აფრიკაში, რომლის 50% მფლობელი TATA Power-ია.

კომპანია "აჭარისწყალი ჯორჯია" აჭარის ყველაზე დიდი ინვესტორი და უმსხვილესი დამსაქმებელია რეგიონში. კომპანია ერთობლივი საწარმოა შექმნილი ინდური Tata Power-ის (40%), ნორვეგიული Clean Energy-ის (40%) და საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია IFC-ის (20%) მიერ. "შუახევიჰესის" პროექტის ღირებულება 416 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.

Subscribe to our news

Get the main news of the day