Home
Category
TV Live Menu

კომპანია "ელისელმა" პროდუქციის 50%-ის ექსპორტზე გატანას გეგმავს

597b4e531899e
BM.GE
28.07.17 19:00
989
"აწარმოე საქართველოს“ ორგანიზებით იანვარში გერმანიაში დაგეგმილია საერთშორისო მიზნობრივი გამოფენა, რომელშიც მონაწილეობას ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანია "ელსელემა“ მიიღებს. როგორც კომპანია "ელსელემას“ დირექტორმა ლევან მამასახლისმა აღნიშნა, "აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში კომპანიამ წელს იაფი კრედიტი აიღო, რის შედეგადაც მოხდა ახალი თანამედროვე დანადგარების შეძენა.

"პარალელურად, გერმანელ ექსპერტებთან ერთად თბილისისა და ლანჩხუთის ფაბრიკების რეაბილიტაცია-კეთილმოწყობა მიმდინარეობს, რათა საწარმოები ევროპის ბაზრის სტანდარტებს შეესაბამებოდეს. თბილისში სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ 260 ადამიანის დასაქმება იგეგმება, ხოლო ლანჩხუთში დაახლოებით 150 ადამიანი დასაქმდება. ექსპორტის თვალსაზრისით ვგეგმავთ, რომ წარმოების ექსპორტმა ჩვენი კომპანიის 50% შეადგინოს. რაც შეეხება გამოცდილებას, ვმუშაობდით ისეთ ბრენდებთან, როგორიც არის "მონკლერი“, ,"თვინ“ და ამასთანავე "კოტონთან“. ამჟამად კი შვეიცარიისთვის დამცავ ჟილეტებს ვამზადებთ".

კომპანია საწარმოო სიმძლავრეების გაზრდის მიზნით ასევე "აწარმოე საქართველოში", - ბიზნესის მიმართულებით, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტით სარგებლობას გეგმავს.

Subscribe to our news

Get the main news of the day