Home
Category
TV Live Menu

კომპანია "ექსპრეს ბათუმი" ბათუმსა და სოჭს შორის საზღვაო რეისების შესრულებას იწყებს

591ab1cadc9f2
სალომე მეცხვარიშვილი
16.05.17 12:41
1338
ბათუმსა და სოჭს შორის საზღვაო რეისების შესრულება დაიწყება. მიმოსვლის დაწყებას ქართული კომპანია "ექსპრეს ბათუმი" აპირებს.

კომპანიის ხელმძღვანელი ზურაბ კირცხალია "საქმის კურსთან" აცხადებს, რომ რეისების დაწყებას 22 მაისიდან გეგმავენ. თავდაპირველად გემი „კომეტა“ კვირაში ერთხელ ივლის, ტურისტული სეზონის გააქტიურებასთან ერთად კი სიხშირეები გაიზრდება.

რაც შეეხება მგზავრობის ღირებულებას, ბათუმიდან სოჭში ბილეთი 250 ლარი ეღირება. "კომეტას" ერთდროულად 114 მგზავრის გადაყვანა შეუძლია.

კომპანიის ხელმძღვანელი "საქმის კურსთან" აცხადებს, რომ სოჭის მიმართულება იმ მიზეზის გამო აირჩიეს, რომ მოთხოვნა მაღალია, მითუმეტეს, რომ სოჭში ბევრი ქართველი ცხოვრობს.

მისივე თქმით, მიმოსვლას შარშანაც ახორციელებდნენ, თუმცა, ტურისტული სეზონის დასრულების შემდეგ შეაჩერეს.

Subscribe to our news

Get the main news of the day