კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“, თბილისის მერიამ და საკრებულომ, თბილისის მოსახლეობას ერთობლივი ანგარიში წარუდგინა, რომლის თანახმადაც, მიმდინარე წელს ქალაქის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და განვითარებისთვის, მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა, მათ შორის არის ინფრასტრუქტურული განვითარება, ენერგეტიკული პროექტები და საინფორმაციო ტექნოლოგიები.
შესრულებული ჯამური ინვესტიციების ოდენობა კი 11 მილიონი ლარია. რაც შეეხება 2017 წელს დაგეგმილ საინვესტიციო პროექტებს, მათ შორის სახელდება წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განვითარება და ენერგეტიკული პროექტების გაორმაგება, რაც დაახლოებით 142,8 მილიონი ლარის ინვესტიციას გულისხმობს. გარდა ამისა კომპანია 2017 წელს ახალი ჰიდროელექტროსადგურის - ბოდორნაჰესისა და გარდაბის გამწმენდი ნაგებობების რეაბილიტაციას გეგმავენ. თუმცა, როგორც ექსპერტ-ანალიტიკოსები აცხადებენ, გარდა განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტებისა სფეროში რიგი პრობლემებიც იკვეთება. მაგალითად პრობლემა არის დაფინანსების წყაროები და კომუნიკაციის ნაკლებობა უწყებებს შორის, რაც მომავალი წლისთვის სავარაუდოდ აღმოიფხვრება, რადგან როგორც კომპანიაში აცხადებენ, 2017 წელი იქნება გარდამტეხი პერიოდი.