Home
Category
TV Live Menu
Loading data...

კომპანია “მაგთიკომი” პარლამენტს ღია წერილით მიმართავს

BM.GE
15.06.21 23:16
463
კომპანია "მაგთიკომი" პარლამენტს ღია წერილით მიმართავს. მათი შეფასებით, კომუნიკაციების კომისია უკიდურესად დაპირისპირებულია დარგში მოღვაწე თითქმის ყველა სუბიექტთან. “მის ხელში დარგი ნადგურდება, მას არ ესმის დარგის მნიშვნელობა, კიბერუსაფრთხოება თუ ეკონომიკის პრინციპები. კიბერუსაფრთხოების გაზრდილი რისკების უყურადღებობამ შეიძლება პარალიზებამდე მიიყვანოს ქვეყანა, იქნება ეს თავდაცვა, ჯანდაცვა, განათლება, საბანკო-საფინანსო სექტორი, ვაჭრობა, ტურიზმი თუ ნებისმიერი სხვა მიმართულება” - ნათქვამია კომპანიის მიმართვაში. ამასთან, კომპანიაში აცხადებენ ,რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 წლის ანგარიში პარლამენტს ჯერ კიდევ არ განუხილავს.
 
 

Subscribe to our news

Get the main news of the day