დაახლოებით 1 წლის წინ ბაზარზე ახალი რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია ,,არია“ გამოჩნდა. ,,არიას“ თხის ფერმა და საწარმო სამეგრელოში, კერძოდ მენჯში მდებარეობს. თანამედროვე სტანდარტების საწარმო და ის გარემო სადაც ,,არიას" თხები ბალახობენ უზრუნველყოფს კომპანიის პროდუქციის ხარისხს. ამჟამად არიას 55-მდე დასახელების რძის ნაწარმი აქვს, მათ შორის არის ისეთი იშვიათი პროდუქტები როგორიცაა, მაგალითად, თხის რძისგან დამზადებული იოგურტი. ასევე ყველის სხვადასხვა უნიკალური სახეობა ამ ყველაფრის შესაძენად არიას ბრენდულ მაღაზიას უნდა ესტუმროთ, რომელიც ვაკეში, აბაშიძის 56 ნომერში მდებარეობს.
თათა ქურხაშვილი - ,,არია“ , კომერციული დირექტორი.