Home
Category
TV Live Menu
Loading data...

კომპანია "ჩირინას" გეგმები

BM.GE
02.06.23 11:17
57
ჩვენი დღევანდელი სტუმარი, პროფესიით ბიოლოგია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, სადაც მისი კურსელი კახა ბენდუქიძე იყო, საკანდიდატო და სადოქტორო მოსკოვში დაიცვა, და შემდგომ ამავე ინსტიტუტში გააგრძელა შრომა გენური ინჟინერიის მიმართულებით. “ბიოლოგი ვიყავი და ინგლისური ვიცოდი. ეს უპირატესობა მქონდა”, – იხსენებს ის ელენე კვანჭილაშვილის სტატიაში "დომინოს ეფექტი".

როგორც თავად ამბობს, რუსეთშიც წარმატებას იმიტომ მიაღწია, რომ ბიზნესის წარმოებისთვის ის სფერო აარჩია, რომელიც მეტ-ნაკლებად დაცული იყო კრიმინალისა და კორუფციისგან. “კორუფცია და კრიმინალი ყველაზე მეტად ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბიზნესს შეეხო – დიპლომით ბიოქიმიკოსი ვარ. ამით დავიცავი საკუთარი თავი. ქიმია იმ დროისთვის არც ერთმა ბანდიტმა არ იცოდა”.

სტუმარი: რევაზ ვაშაკიძე - "ჩირინას" დამფუძნებელი

Subscribe to our news

Get the main news of the day