Home
Category
TV Live Menu

კომპანია, რომელიც ტალღების ენერგიას ელექტროენერგიად აქცევს 10 მილიონი ევროთი დაფინანსდა

578129d03534b
BM.GE
09.07.16 20:42
1503
ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) ტალღების ენერგიის განვითარების პროექტში პირველი ხელშეკრულება გააფორმა. კონტრაქტი AW Energy-სთან გაფორმდა, შედეგად კი ბანკი ფინურ სტარტაპში 10 მილიონ ევროს ჩადებს.

WaveRoller - ასე ეწოდება ტექნოლოგიას, რომელიც ტალღების ენერგიას იყენებს.

„პროექტს აქვს პოტენციალი აუთვისებელი სუფთა განახლებადი ენერგიის წყაროები განავითაროს, რთულია შეაფასო ამ ტიპის პროექტების მნიშვნელობა. ფინური კომპანია ტექნოლოგიის განვითარებას პორტუგალიაში გეგმავს, ევროპის საინვესტიციო ბანკი მოხარულია, რომ მის განვითარებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.

AW-Energy-ის მოწყობილობა სანაპირო ზოლთან სიახლოვეს წყალქვეშ მაგრდება. კომპანიამ ტექნოლოგიის განვითარება 2012 წლიდან დაიწყო და ტალღების ენერგიის დახმარებით ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. ამ ეტაპზე მოწყობილობა 100 კვტ სიმძლავრის არის და სამომავლოდ მისი გაზრდა 350 კვტ-მდეა დაგეგმილი.

Subscribe to our news

Get the main news of the day