Home
Category
TV Live Menu

კომპანია "ვიტე ვერა" საქართველოს ბაზრის ათვისებას გეგმავს

5a87d8617d8e3
მაია ბიწაძე
17.02.18 11:21
992
კომპანია "ვიტე ვერა" საქართველოს ბაზრის ათვისებას გეგმავს. კომპანია ღვინოს წინანდალში აწარმოებს და 99% ექსპორტზე თექვსმეტ ქვეყანაში გააქვს, საქართველოში კი მხოლოდ 1%-ს ყიდის. როგორც ,,ვიტე ვერას„ დირექტორმა გივი გიგინეიშვილმა Bm.ge-ს განუცხადა, კომპანიამ გადაწყვიტა თავი ადგილობრივ ბაზარზეც დაიმკვიდროს, რისთვისაც აქტიურ მარკეტინგულ ღონისძიებებს მომავალი წლიდან დაიწყებს.

"კომპანიის გაყიდვები მნიშვნელოვნად იზრდება, გვინდა ჩვენი ღვინო ქართველმა მომხმარებელმაც დააგემოვნოს, ამჟამად ექსპორტს რამდენიმე ქვეყანაში ვაწარმოვებთ, მათ შორის ისეთ ბაზრებზე, როგორიცაა იაპონია, კანადა, ამერიკა, ჰონგ-კონგი და სხვა... მომავალ წელს რეალიზაციის კიდევ 25-დან 30%-მდე ზრდას ველით, აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ ჩვენი ვენახების რაოდენობა, რომელიც წინანდალში 150 ჰექტარზეა განთავსებული გავაორმაგოთ... ამჟამად ღვინოს სრულად ჩვენს მიერ მოწეული ყურძნით ვამზადებთ, მაგარამ რადგან გაყიდვები იზრდება, წარმოებაც უნდა გავზარდოთ, ამ გამოწვევას რომ მზად შევხვდეთ, ვიწყებთ ვენახების ეტაპობრივად გაშენებას, პირველ ეტაპზე ვაზს 80 ჰექტარზე დავრგავთ”, – განუცხადა Bm.ge-ს გივი გიგინეიშვილმა.

"ვიტე ვერა" ქარხნის წარმადობის გაზრდის მიზნით, მისი გაფართოებასა და გადაიარაღებასაც გეგმავს. კომპანია ინვესტიციებს ღვინის ტურიზმის განვითარებაშიც ჩადებს, რისთვისაც მომავალი წლიდან ტურისტული კომლექსის: სასტუმროების, რესტორნების, სადეგუსტაციო დარბაზებისა და სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა-მოწყობას დაიწყებს. ტურისტული კომპლექსი წინანდალში ქარხნის ტერიტორიაზე განთავსდება.

კომპანიამ 2017 წელს 1,5 მილიონი ბოთლი ღვინო "ბესინისა“ და "ვიტე ვერას" ბრენდის ქვეშ გაყიდა, ქარხნის წარმადობა კი ამჟამად 1,3 მილიონი ლიტრია.

Subscribe to our news

Get the main news of the day