Home
Category
TV Live Menu

"კომპანიამ, რომელსაც ტენდერში არარეალური ფასი ექნება დადებული არ უნდა გაიმარჯვოს"

58b2bafc9d6ce
BM.GE
26.02.17 15:23
1049
"კომპანიამ, რომელსაც ტენდერში არარეალური ფასი ექნება დადებული არ უნდა გაიმარჯვოს", - განაცხადა გადაცემაში „საქმიანი დილა“ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი სეთურიძემ. მისი განცხადებით, კომპანიამ უნდა იცოდეს, რომ კონტროლის მექანიზმი იქნება მომავალში გამოყენებული.
სეთურიძე განმარტავს, რომ მექანიზმები, რომელიც აქამდე იყო გამოყენებული სრულყოფილად არ იძლეოდა იმის საშუალებას, რომ "თეთრი ლაქები“ გადაფარულიყო. ამასთან სეთურიძე ტენდერებში ქართული და უცხოური კომპანიებისთვის არათანაბარ კონკურენტულ გარემოზეც მიუთითებს.

"დღეს ეს კონტროლის მექანიზმები შემოღებულია და 1 იანვრიდან უკვე ახალი სტანდარტები მოქმედებს. ფაქტიურად წინა პერიოდის ხარვეზების გამეორება შეუძლებელია და თუ ეს კიდევ მოხდება, გზების დეპარტამენტის ყველა სამსახური ამაზე პასუხს აგებს.

ბოლო პერიოდში, უცხოური კომპანიები იყო მოზღვავებული, რომელთა მიერ მოწოდებულ დოკუმენტებში სინამდვილე ვერ დასტურდებოდა. ამიტომ ახლა სამინისტრო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ პრეტენდენტთა შორის კონკურენცია რაც შეიძლება სამართლიანი იყოს და ასეთი გაურკვეველი კომპანიები ვეღარ შემოვიდნენ და ვეღარ გამოიყენონ ის პრეფერენციები, რომლებსაც ისინი არასწორად იყენებდნენ.

ჩვენ რამდენიმე ქეისი გვქონდა, იყვნენ თურქული და სხვა ქვეყნებიდან წარმოდგენილი კომპანიები, რომელთა დოკუმენტების გადამოწმების შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ იქ მოცემული ციფრები არ დასტურდებოდა.

ეს არასწორი კონკურენციაა და იმ ქართულ კომპანიას, რომელმაც სწორი ციფრი დადო და ვთქვათ საწყის ღირებულებას 3% დააკლო - წააგო, რადგან ისეთი კომპანია შემოვიდა, რომელსაც გათვითცნობიერებული და გათავისებული არ აქვს სად შემოდის. შემდეგ პრობლემები წარმოიქმნება. სვანეთის მაგალითი მინდა მოვიყვანო, სადაც ორი ტენდერი ჩატარდა გასული წლის ზაფხულში და ორივე ტენდერით თურქული კომპანია შემოვიდა და შემდეგ ინფორმაცია მივიღეთ, რომ მათი დოკუმენტები არასწორი იყო, ეს დადასტურდა და ამ კომპანიას ტენდერი შეუწყდა“, - განაცხადა სეთურიძემ.

Subscribe to our news

Get the main news of the day