კომპანიამ “საქნახშირი" მეშახტეთა უსაფრთხო შრომისა და შრომის პირობების გაუმჯობესებისათვის, 3 მილიონი დოლარის ტექნიკა შეიძინა.
საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის ცნობით, შახტის ტექნიკურ გადაიარაღებაზე გაწერილი გრაფიკი საბოლოო ეტაპზე გადავიდა. წლის ბოლომდე ტყიბულში ჩინეთიდან და უკრაინიდან აღჭურვილობის მეორე ნაწილს ელოდებიან, რის შემდეგაც დაიწყება ძველის დემონტაჟი და ახალი ტექნიკის განთავსება. როგორც ინდუსტრიულ ჯგუფში განმარტავენ აღნიშნული პრაქტიკულად ხსნის შახტებში ბურღვა -ფეთქითი სამუშაოების დროს მეშახტეთა რისკის ქვეშ ყოფნას.
შახტების მონიტორინგი და მათ გადაიარაღება-აღჭურვაზე აღწერითი სამუშაოები კომპანიამ გასული წელს დაასრულა. გეგმის მიხედვით კი წლის ბოლომდე განახლება- სარებილიტაციო სამუშაობიც დაიწყება. მიმდინარე თვეში სასაწყობე მეურნეობა შეივსო 400 ერთეული ინდივიდუალური დაცვის საშუალებით, რომელსაც შახტაში მაშველის ფუნქცია აქვს.