კომპანიამ "თელიანი ველი" 2015 წელი ზარალით დაასრულა.
სს "თელიანი ველი" და შვილობილი კომპანიების ფინანსური ანგარიშში აღნიშნულია, რომ ზარალი უკრაინის კრიზისთან და სავალუტო კურსთა ცვლილებასთან არის დაკავშირებული.
გასულ წელს ჯგუფმა 29,5 მლნ ლარის პროდუქცია გაყიდა (2014 წ. – 30,77 მლნ), ბრუტო მოგებამ 14,3 მლნ ლარი შეადგინა (2014 წ, 16,2 მლნ), საოპერაციო მოგება 4,3 მილიონიდან 2,7 მილიონამდეა შემცირებული. ამასთან უცხოური ვალუტის გადაყვანიდან მიღებული წმინდა ზარალი 2,3 მილიონს აღემატება.
მოგება-ზარალის უწყისიდან ირკვევა, რომ გასული წლის წმინდა ზარალი 1,2 მლნ ლარია. 2014 -ში კომპანიას 1,76 მილიონის მოგება ჰქონდა.
აღსანიშნავია, რომ ჯგუფს გაეზარდა აქტივები 40,64 მილიონამდე (2014 წ. 37,87 მლნ), სულ ვალდებულებები 22,5 მილიონია.
2015 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, "თელიანი ველის" შვილობილებია: შპს "თელიანი თრეიდინგი" 100%; შპს "თელიანი თრეიდინგ უკრაინა" 100%; . შპს „გლობალ ბიერ ჯორჯია“ 100%; შპს "ლე კავკასი" 100%; შპს “კუპა” 70%.
ამავე პერიოდისთვის აქციონერებია: სს „ლიბერთი კონსუმერი“ 50.23%; BGEO 20.47%; „სალინკ ლიმიტედი“ – 17.54%; შპს "ფაიერბერდ ავრორა ფონდი" 14.21%; შპს “ფაიერბერდ რიფაბლიქს ფონდი”. 8.82%; სხვა 6.26%.
ჯგუფის მაკონტროლებელი აქციონერია BGEO Group-ი.
GBC.GE
GBC.GE