Home
Category
TV Live Menu

"კომპანიას ყოველთვის აქვს პრეტენზია, მიიღოს უფრო მაღალი ტარიფი"

5a44db46ae378
BM.GE
28.12.17 15:53
808
სემეკის წევრის გოჩა შონიას განმარტებით, წყლის ახალი ტარიფი „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ეფექტურად ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. ამის შესახებ შონიამ სემეკის დღევანდელი გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა, რომლის მიხედვით თბილისში საყოფაცხოვრებო სექტორისთვის წყლის ტარიფი გაიზარდა, კომერციულისთვის კი - უმნიშვნელოდ შემცირდა.

„რა თქმა უნდა, კომპანიას ყოველთვის აქვს პრეტენზია, მიიღოს უფრო მეტი, ვიდრე არის აპარატის მიერ წარმოდგენილი. ტარიფები დაანგარიშებული იყო მეთოდოლოგიის საფუძველზე და კომისიამ მიიღო ყველა ის გონივრული ხარჯი, რომელსაც საჭიროდ თვლის იმისთვის, რომ ამ კომპანიამ ეფექტურად განახორციელოს ფუნქციონირება. თქვენ ნახეთ, რომ ტარიფები კომერციულ სექტორში პრაქტიკულად, არ გაზრდილა. დაახლოებით 5 თეთრით გაიზარდა დღგ-ის გარეშე გამრიცხველიანებული აბონენტებისთვის, გაუმრიცხველიანებულისთვის კი - 70 თეთრით“, - განაცხადა შონიამ.

Subscribe to our news

Get the main news of the day