Home
Category
TV Live Menu

"კომპანიების ნაწილს ძალიან ბევრი სამუშაო აქვთ, იმისთვის, რომ აუდიტორული კომპანიების რეესტრში დარჩნენ"

594d38ff604d5
BM.GE
23.06.17 19:49
827
"კომპანიების ნაწილს ძალიან ბევრი სამუშაო აქვთ, იმისთვის, რომ აუდიტორული კომპანიების რეესტრში დარჩნენ“, - განაცხადა „საქმის კურსთან“ საუბრისას კომპანია Kreston papiashvili consulting group-ის მმართველმა პარტნიორმა დავით პაპიაშვილმა. მისი თქმით, საერთაშორისო სტანდარტები საქართველოში ძალიან ბევრ კომპანიას არ აქვს დანერგილი და ხშირად ქვეყანაში სიტყვა აუდიტის გაგება არასწორად ხდებოდა.

თავად ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და ხედამხედველობის სამსახურის მუშაობას პაპიაშვილი დადებითად აფასებს და ამბობს, რომ წლების განმავლობაში სფერო მოუწესრიგებელი იყო.

„ამ სამსახურის შექმნა ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, ეს უდაოდ წაადგება ჩვენ ქვეყანაში ბიზნეს სექტორს და ეკონომიკის განვითარებას. ბაზარი მრავალი წელი დაურეგულირებელი იყო და გაუგებარი იყო ბევრი საკითხი საკანონმდებლო დონეზე.

სამსახური ახალი შექმნილია და ბევრი მიმართლებით მიმდინარეობს მათი მუშაობა. არსებობს აუდიტორთა რეესტრი, რომელიც ფაქტიურად დროებითი რეესტრია. კანონით სავალდებულოა, რომ აუდიტორული კომპანიები რეესტრში იყვნენ. ამ კუთხით, ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი ხარისხის კონტროლია, ამის შემდეგ გადაწყდება კომპანიების მომავალში საქმიანობა და მათი რეესტრში დარჩენა.

ჩვენ ქვეყანაში სიტყვა აუდიტის გაგება ძალიან ხშირად არასწორად ხდებოდა, - ფინანსურ აუდიტს ხშირად უკავშირებდნენ საგადასახადო კონსულტანტობას ან შემფასებლებს ეძახდნენ აუდიტებს. კომპანიებს, რომლებიც საკუთარ თავს აუდიტორებს უწოდებენ, ხშირად არ აქვთ ფინანსური აუდიტის მეთოდოლოგია.
გულწრფელი უნდა ვიყოთ და ვთქვათ, რომ ეს მეთოდოლოგია ბევრს არ აქვს.

ბევრ კომპანიას აქვს ძალიან ბევრი სამუშაო იმისთვის, რომ დარჩეს აუდიტორული კომპანიების რეესტრში“, - ამბობს დავით პაპიაშვილი.

Subscribe to our news

Get the main news of the day