საგადასახადო რეფორმის მიხედვით, 2017 წლის 1-ლი იანვრიდან იმ გადამხდელებს, რომელთაც აქტივობები არ უფიქსირდებათ ჩამოეწერებათ როგორც 2011 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი დავალიანებების თანხა, ისე 2013 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ დავალიანებებზე დარიცხული სანქციები, ძირითადი თანხის გადახდის პირობით.
რა შედეგს მოიტანს გადასახადების ჩამოწერა, - თემაზე “ბიზნესკონტაქტთან“ “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ანალიტიკოსი მიხეილ კუკავა საუბრობს.
- საგადასახადო ამნისტიის ინიციატივა ხელისუფლებისგან რომ 2015 წელს განხორციელებულიყო, იქნებოდა თუ არა “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“-ს შეფასება ანალოგიური?
- ჩვენ ჩვენს პუბლიკაციაში ეჭვი გამოვთქვით იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა ეს საარჩევნოდ მოტივირებული ყოფილიყო. ჩვენ გადაჭრით და ცალსახად არ გვითქვამს, რომ ეს საარჩევნოდ მოტივირებული. 2015 წელს რომ ყოფილიყო, შესაძლოა ეს კითხვები საარჩევნო მოტივაციასთან დაკავშირებით არ გაჩენილიყო. თუმცა, 2013 წლიდან მოყოლებული არაერთი საგადასახადო შეღავათი შევიდა ძალაში, თუმცა ეს ნამდვილად უპრეცენდენტოა 2004 წლიდან მოყოლებული და ჩვენ ეჭვი გვაქვს, რომ მანამდე რაც განხორციელდა არც ის არ იყო ამ მასშტაბის, თუმცა მაშინ სახელმწიფო რეალურად არ არსებობდა და ეს სტრუქტურები საკუთარ სიმაღლეზე არ იყვნენ. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ამ ორი ამინისტიის შედარება სწორი არ იქნებოდა.
- 2003 წლის რეფორმირებისას ზუსტი თანხა თუ გახსოვთ, მაშინდელი ამინისტიის, რომელსაც ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა, მაშინ დაახლოებით რამდენი ჩამოეწერა გადასახადის გადამხდელებს?
- აბსოლუტურ გამოსახულებაში ეს ნამდვილად არ იყო ამ მასშტაბის, თუმცა ჩვენ პროცენტულად უნდა შევხედოთ რამდენი პროცენტი იყო საგადასახადო შემოსავლებისა მაშინდელი ამნისტია და რამდენი პროცენტია დღევანდელი ამნისტია. შედარება სწორი არ იქნებოდა, იმიტომ რომ მაშინ გადასახადის გადამხდელების ანგარიშგება აბსოლუტურად განსახვავებული იყო იმისგან, რაც დღეს არის. მაშინ ჩვენ ბუღალტერიაშიც კი არ გვქონდა დარიცხვის მეთოდი, ტექნიკური დეტალები გასაგები არ იქნება ფართო საზოგადოებისთვის. მას შემდეგ ძალიან ბევრი რაღაც შეიცვალა. დღეს გადასახადების გადამხდელების ბუღალტერია გაცილებით დახვეწილია და შესაბამისად, მაშინდელი დარიცხული დავალიანების დღევანდელთან შედარება ამიტომაც სწორი არ იქნებოდა. თუმცა, ჩვენ ეჭვი გვაქვს, რომ პროცენტულ გამოსახულებაში სავარაუდოდ შესაძლოა არ ყოფილიყო, ორი მილიარდი ჩვენი საგადასახადო შემოსავლების დაახლოებით მეოთხედია, 25 %.
ჩენი უმთავრესი კითხვა არის ის, რომ ეს ჩამოწერა ყოველგვარი დასაბუთების და ანალიზის გარეშე მოხდა. ჩვენ შორს ვართ იმ აზრისგან, რომ 100 000 გადასახადის გადამხდელის ანგარიშგების ანალიზი რა ეფექტს მოახდენს მათზე, როგორც ბიზნეს სუბიექტებზე და შესაბამისად რა ეფექტი ექნება ეკონომიკაზე, 100 000-ის შემთხვევაში ეს ძალიან ძნელია. ის დაახლოებით 70 000 გადასახადის გადამხდელი, ვინც 1 400 000 000 ლარის დავალიანება დააგროვა, აქედან ყველაზე მსხვილი გადასახადის გადამხდელების დავალიანების გამოყოფა და ამის ანალიზი შეიძლებოდა. რესურსი შეზღუდულია და აუდიტის სამსახური ყველა კომპანიას ყოველთვის არ ამოწმებს, თუ მისი რესურსი არც ერთ საგადასახადო უწყებას არ აქვს. აქ აუცილებელი იყო ამისი ანალიზი და ძალიან სერიოზული პრობლემა, რაც ამასთან არის დაკავშირებული, განსაკუთრებით 1 400 000 000-ს ვგულისხმობ, არის ის, რომ ძალიან ცუდი სიგნალია გადასახადის გადამხდელებისთვის. მათ შეიძლება მოლოდინი შეექმნათ, რომ შესაძლოა ეს დავალიანება აგროვონ და ერთ მშვენიერ დღეს მთავრობამ ეს ჩამოაწეროს. ეს კი ნამდვილად იმოქმედებს საგადასახადო დისციპლინაზე. მნიშვნელოვანია, რომ მათ ის რისკები არ გაწიონ, რასაც სხვა თანაბარ პირობებში არ გაწევდნენ. როდესაც მოლოდინი აქვთ და იციან, რომ დაშვებულია ისეთი პრეცედენტი, როდესაც ჩამოიწერა ამხელა დავალიანება, მათი ქცევა შეიცვლება. ისინი იმ რისკებს გაწევენ, რაც შეიძლება სხვა შემთხვევაში არ გაეწიათ. ასევე აღვნიშნავ, რომ ძალიან მნიშვნელია ანალიზი სეგმენტების მიხედვით.