Home
Category
TV Live Menu

კომპანიის დანაკარგების გამო Toshiba-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე თანამდებობას ტოვებს

58a303b3eea1f
BM.GE
14.02.17 17:16
916
იაპონური კომპანია Toshiba-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე სიგენორი სიგა კომპანიის მრავალმილიონიანი დანაკარგების გამო თანამდებობას ტოვებს. ირკვევა, რომ კომპანიის წლიური ანგარიში დღეს საღამოს გამოქვეყნდება, სადაც კონკრეტული რიცხვების შესახებ იქნება ინფორმაცია.

ფინანსური პრობლემების შესახებ გასულ წელსაც გაჟღრედა ინფორმაცია. მიზეზად კი კომპანიის მიერ ატომური სადგურების შეძენა სახელდება, რომლის საბაზრო ღირებულებაც, პროგნოზირებულზე დაბალი აღმოჩნდა.

ანალიტიკოსების აზრით, კომპანიის დანაკარგები 6 მილიარდი დოლარი იქნება.

Subscribe to our news

Get the main news of the day