სავაჭრო პალატის პრეზიდენტის ფადი ასლის განცხადებით, სავალუტო ფონდის პროგნოზი მომავალ წელს საქართველოში 5,2%-იან ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით საკმაოდ მაღალია და მისი ვარაუდით ზრდა 5%-ს სავარაუდოდ ვერ მიაღწევს. რაც შეეხება ფონსი შეფასებას საბუჯეტო დეფიციტის გაზრდასთან დაკავშირებით ფადი ასლის განცხადებით, ფონდის პროგნოზი კოსერვატიულია და ბიზნესს ყველა წინაპირობა აქვს იმისთვის, რომ მომავალ წელს მოლოდინები დადებითი იყოს.
"ამჟამად ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ და ტრენდიც დადებითია. ჩვენ წინ მივდივართ და კომპეტენტური მთავრობა გვყავს, ყველა პირობა გვაქვს ოპტიმისტური განწყობისთვის. 2017 წელი უკეთესი იქნება, ვიდრე 2016. ტურისტების რაოდენობა ქვეყანაში იზრდება. პოზიტიურ ტრენდს აჩვენებს ექსპორტიც. ფულადი გზავნილები საკმაოდ გაიზარდა. ამჯერად სამუშაო ექსპორტის გაზრდის კუთხით არის.
რაც შეეხება საგადასახადო რეფორმას, ვთვლით რომ ეს საქართველოსთვის ძალიან სასიკეთო იქნება. სავალუტო ფონს უყვარს თვლა, - ისინი უყურებენ ციფრებს. მათ არ აქვთ გლობალური სურათი. მთავრობის მისიაა რომ გლობალურ სურათი ჰქონდეს. რეფორმა დადებით შედეგს მოიტანს კომპანიებისთვის. ჩვენ დიდ მხარდაჭრას ვუცხადებთ საგადასახადო რეფორმას. რეფორმა მოგების რეინვესტირებას მნიშვნოლოვნად შეუწყობს ხელს. ეს საკმაოდ დადებითი მომენტია და მე პირადად ფისკალურ დანაკარგებზე არ ვდარდობ, რადგან ის დაკომპენსირდება ეკონომიკური ზრდით“, - განაცხადა ფადი ასლიმ.