Home
Category
TV Live Menu

კომუნალური სერვისები „იუსტიციის სახლის“ 117 ფილიალშია ხელმისაწვდომი

BM.GE
21.03.23 18:54
163
სემეკისა და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ყველა კომუნალური განაცხადის ჩაბარება ერთ სივრცეშია შესაძლებელი. ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების მომხმარებლებს შეუძლიათ იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში ერთი ვიზიტით მიიღონ კომუნალური მომსახურება და ჩააბარონ განაცხადი კომუნალური კომპანიის სახელზე - დარეგისტრირდნენ კომუნალური კომპანიების აბონენტებად, გააფორმონ მიწოდების ხელშეკრულება, გადაამოწმონ კომუნალური დავალიანება, დააფიქსირონ მომარაგების პრობლემა,და სხვა.. იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ლაშა ლობჯანიძე და სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, იუსტიციის სახლის მუხრანის ფილიალს ესტუმრნენ და მოქალაქეთა მომსახურების პროცესს ადგილზე დააკვირდნენ.

Subscribe to our news

Get the main news of the day