Home
Category
TV Live Menu
Loading data...

კომუნიკაციების კომისია 5G-ის დასანერგად აუქციონს გამოაცხადებს;

BM.GE
08.04.23 01:09
144
მორიგი მცდელობა ქვეყანაში 5G მობილური ინტერნეტის აუქციონის ჩასატარებლად - კომუნიკაციების კომისია საჯარო კონსულტაციებს იწყებს. კომისიის ინფორმაციით, საჯარო კონსულტაციების მიზანია აუქციონის გამოცხადებამდე ყველა დაინტერესებულ პირს მიეცეს შესაძლებლობა, წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრებები აუქციონის პირობებთან დაკავშირებით. რამდენად რეალურია ფასები, რომელიც 5G მობილური ინტერნეტის ლიცენზიის მსურველი ოპერატორებისთვის დაადგინა? ამ კითხვების დასმა პირველ რიგში სატელეკომუნიკაციო ბაზრის მსხვილ მოთამაშეებთან ვცადეთ, თუმცა მათ მარეგულირებლის წარდგენილ სააუქციონე პირობებზე კომენტარის გაკეთება ამ ეტაპზე არ ისურვეს. „მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორების ასოციაციის“ ხელმძღვანელი უჩა სეთური ამბობს, რომ მარეგულირებლის მხრიდან წარდგენილი ფასები ქართული ბაზრის ადეკვატურია და მას საბოლო მომხმარებელზე გავლენა არ ექნება.

Subscribe to our news

Get the main news of the day