კონკურენციის სააგენტო "კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის" საქმის შესწავლას იწყებს.
"შპს „ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია - ფოთი“-ს, შპს "კავტრექსფოთი“-ს, შპს "ექსპრეს ტრანს-შიფმენტ სევისეზ“-ის, შპს „კავტრექსტერმინალი“-ს, შპს "კაისა-2“-ის, შპს "ალმარ-სერვისი“ -ს, შპს "გიანთი ლოჯისტიკსი“-ს, შპს „აისბერგ ფოთი“-ს, შპს „არაგვი“-ს, შპს „ესპერანსი“-ს, შპს „ლოჯისტექსი“-ს, შპს "ტრანს კავკასუს ტერმინალსი“-ს, შპს "ამერიქენ მონოლითი“-ს და სს "ფოთი მაცივარი“-ს ერთობლივი საჩივრის დასაშვებად ცნობის, მოკვლევის დაწყებისა და მოკვლევის ჯგუფის შექმნის შესახებ“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 21 ივნისის №81 ბრძანების შესაბამისად, სააგენტომ დაიწყო მოკვლევა სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური“-ს მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის (დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება) მოთხოვნათა შესაძლო დარღვევის ფაქტზე.