კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელის ნოდარ ხადურის ინფორმაციით, ამჟამად სააგნეტო სხვადასხვა კვლევით არის დაკავებული და Yandex-ის წინააღმდეგ საჩივარს არც საკუთარი ინიციატივით იკვლევს, - ასე უპასუხა ხადურმა "საქმის კურსის" შეკითხვას აპირებს თუ არა სააგენტო საკუთარი ინიციატივით დაინტერესდეს ტაქსების ბაზრით, რამდენადაც კომპანიები აცხადებენ, რომ რუსულ ტაქსის კომპანიასთან კონკურენციის გამო კოტრდებიან.
"ჩვენ ამ ეტაპზე საკმაოდ ბევრი მიმდინარე პროექტი გვაქვს. მე პირადად მქონდა შეხვედრა ტაქსების კომპანიის წარმომადგენლებთან ჩემი ამ სამსახურში დანიშვნიდან რამდენიმე დღის შემდეგ. ვთხოვეთ მოეტანათ დაზუსტებული ინფორმაცია. სამწუხაროდ, ჩვენ ეს ინფორმაცია ვერ მივიღეთ. რაც შეეხება ჩვენი ინიციატივით შესწავლას, ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარე პროექტებისგან გამოთავისუფლებული რესურსის შემთხვევაში, თუ არ იქნება სხვა საჩივრები, შესაძლოა გაცილებით მნიშვნელოვან ბაზრებზეც ვიფიქროთ. მაგრამ ერთი რამ აღსანიშნავია, რომ ბაზარზე შემოვიდა არა მხოლოდ yandex არამედ რამდენიმე სხვა კომპანია, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ,პირველ რიგში, რომ ბაზარზე მომხმარებლის უფლებები იყოს მაქსიმალურად დაცული",-აცხადებს ნოდარ ხადური.