Home
Category
TV Live Menu

კონკურენციის სააგენტომ ბათუმის მერიის წინააღმდეგ მოკვლევა დაიწყო

59edb8972e5c5
BM.GE
23.10.17 13:35
856
შპს "ლიბოს" საჩივრის საფუძველზე, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან "კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლის სავარაუდო დარღვევის თაობაზე, სააგენტომ მოკვლევა დაიწყო. საჩივარი ბათუმში გარე სარეკლამო საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხებოდა.

"კონკურენციის სააგენტომ მოკვლევის პროცესში, მოპასუხე მხარეების, სახელმწიფო უწყებებისა და შესაბამისი ეკონომიკური აგენტებისგან, ყველა საჭირო ინფორმაცია გამოითხოვა. განხორციელდა პროცედურებით დადგენილი ახსნა-განმარტებების მიღება და საქმის გარემოებების შესწავლის, ანალიზის საფუძველზე, მიღებულ იქნა შესაბამისი გადაწყვეტილება",- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

Subscribe to our news

Get the main news of the day