Home
Category
TV Live Menu

კონკურენციის სააგენტოს წინააღმდეგ სასამართლოში საქმე "ლუკოილმაც" წააგო

580da5214929e
BM.GE
24.10.16 10:02
1582
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნავთობკომპანიების საქმეზე წარმოებული რიგით მეორე დავა კონკურენციის სააგენტოს სასარგებლოდ დასრულდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა შპს "ლუკოილ-ჯორჯია" სარჩელი სსიპ კონკურენციის სააგენტოს წინააღმდეგ.
სასამართლომ ძალაში დატოვა სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 14 ივლისის N81 ბრძანება, რომლის მიხედვითაც, კომპანიას დაეკისრა 4 740 260 ლარის ოდენობის ჯარიმა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის (კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულება, გადაწყვეტილება და შეთანხმებული ქმედება) დარღვევისათვის.

ნავთობკომპანიების საქმეზე, ეს რიგით მეორე გადაწყვეტილებაა, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ კონკურენციის სააგენტოს სასარგებლოდ გამოიტანა. პირველი დავა, შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი"-ს სარჩელთან მიმართებით, 2016 წლის აპრილში, ანალოგიური შედეგით დასრულდა.

Subscribe to our news

Get the main news of the day