კონკურენციის სააგენტოს წინააღმდეგ "სოკარის" სასამართლო პროცესი გადაიდო. დღეს გამართულ სხდომაზე სააპელაციო სასამართლომ პროცესის 16 ნოემბერს გადადების გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც „ბიზნესკონტრაქტს“ SOCAR Georgia Petroleum-ის დირექტორმა დავით ზუბიტაშვილმა განუცხადა, მისთვის პროცესის გადადების მიზეზი ამ ეტპაზე უცნობია, რადგან სხდომას თავად არ ესწრებოდა.
„სოკარმა" კონკურენციის სააგენტოსთან სასამართლო მიმდინარე წლის აპრილში წააგო. სასამართლომ ძალაში დატოვა კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილება კომპანიის 14 მილიონი ლარით დაჯარიმების შესახებ.
2015 წლის ზაფხულში, კონკურენციის სააგენტომ ნავთობპროდუქტების ქართული ბაზრის ხუთი უმსხვილესი მოთამაშე კონკურენციის კანონის დარღვევის მიზეზით ჯამში 55 მილიონამდე ლარით დააჯარიმა.