Home
Category
TV Live Menu

კონკურენციის სამართლის სფეროში ადვოკატირების რიგით მესამე სემინარი ჩატარდება

5891f70a84e95
BM.GE
01.02.17 18:55
1094
2017 წლის 2 თებერვალს, 10:00 საათზე, სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“, კონკურენციის სამართლის სფეროში ადვოკატირების რიგით მესამე სემინარი ტარდება.
სემინარს საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ნოდარ ხადური გახსნის. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) კონკურენციის კომისიის თავმჯდომარე ფრედერიკ ჯენი და უფროსი ექსპერტი კონკურენციის სამართლის და ეკონომიკის საკითხებში იოანის კოკორისი პრეზენტაციებს უხელმძღვანელებენ.

აღნიშნული სემინარის მიზანია ბიზნეს საზოგადოებისთვის კონკურენციის დადებითი მხარეების, კონკურენციის სააგენტოს როლის განსაზღვრა და ბიზნესის წარმომადგენლებთან კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულების ქართული და მსოფლიო პრაქტიკული მაგალითების განხილვა. სემინარის განმავლობაში, სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მიერ, გაიმართება პრეზენტაციები და დისკუსია.

პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით, ბრიტანეთის მთავრობის დაფინანსებით, ამერიკული კომპანია IOS Parnters, Inc. და მისი პარტნიორი Dicidendi Consultants ხორციელდება.

Subscribe to our news

Get the main news of the day