პროფესიული განათლების 2021 წლის ეროვნული ჯილდოს კონკურსი გამოცხადდა. წელს კონკურსში ახალი კატეგორიები დაემატა და გამარჯვებულებს დამოუკიდებელი ჟიური ხუთ კატეგორიაში გამოავლენს: წლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, წლის პროფესიული მომზადების / პროფესიული გადამზადების პროგრამა, წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი, წლის პროფესიული განათლების სტუდენტი და წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი.