Home
Category
TV Live Menu

"კონსტიტუციაში გადასახადების გაზრდის ან შემოღების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ ჩანაწერის შენარჩუნება პრინციპულად მნიშვნელოვანია"

58dce8a77e067
დავით ჯალაღონია
30.03.17 15:12
887
საკონსტიტუციო კომისია ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ხვდება. როგორც შეხვედრის დასაწყსში ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი ასლანიშვილმა განაცხადა, კერძო სექტორისთვის საინტერესოა, კომისიის წევრების მოსაზრებები კონსტიტუციის 94-ე მუხლთან დაკავშირებით, რომელიც საერთო სახელმწიფოებრივი გადასახადების შემოღების ან გაზრდის შემთხეცვვაში რეფერენდუმის გამართვას ითვალისწინებს.

"ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი პიზიცია პრინციპულია და ვთვლით, რომ ამ მუხლის დატოვება კონსტიტუციაში იმავე ფორმით, როგორც დღეს არის, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან ეს შეზღუდვა ქვეყანას აძლევს იმ კონკურენტნარიანობას, რომელიც ბევრ სახელმწიფოს, მით უმეტეს, ჩვენს რეგიონში არ გააჩნია",-განაცხადა ასლანიშვილმა.

შეხვედრის დასაწყისში შესავალ სიტყვაში ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები არის ის საკითხი, რაზეც ბიზნეს სექტორის პოზიციები მნიშვნელოვანია და ყველა მხარე ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მოქმედებდეს. თავის მხრივ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ კონსტიტუციაში არსებული მთელი რიგი ნორმები ქვეყნის ეკონომიკურ აქტივობაზე გავლენას ახდენს, შესაბამისად, საკონსტიტუციო კომისიამ კერძო სექტორის პოზიციები უნდა მოისმინოს.

Subscribe to our news

Get the main news of the day