ბიზნესი საქართველოში კონტრაბანდული საწვავის შემოტანაზე ჩივის.. როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ნაწილი აღნიშნავს აღურიცხავი პროდუქტი ქვეყანაში რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან ხვდება. მათი ინფორმაციით, აღურიცხავი საწვავის მოცულობა თვეში 4 ათას ტონას შეადგენს, რის გამოც იმპორტიორები ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებენ. რა გზით ხვდება საწვავი საქართველოში და რამდენად დიდია აღურიცხავი საწვავის წილი მოხმარებაში?