კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობას 6 კომპანია ახორციელებს. თბილისის მერის ინფორმაციით წინასაარჩევნო დაპირება ეტაპობრივად სრულდება და 1990-იანი წლებიდან მოყოლებული პრობლემის მოგვარება მიმდინარეობს. რა რაოდენობის დაზარალებულების გასტუმრება მოხდა დღემდე და რა პირობებით იღებენ ისინი სახლებს?