2017 წლის მდგომარეობით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოში 1270 კოოპერატივია რეგისტრირებული. სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის მიერ პარლამენტში, აგრარულ საკითხთა კომიტეტში წარმოდგენილი 2017 წლის საქმიანობის ანგარიშის მიხედვით, კოოპერატივებში გაერთიანებულ მეპაიეთა რაოდენობა 11 664 შეადგენს, ხოლო მოზიდული კაპიტალი 32.2 მილიონი ლარია. მობილიზებული მიწის ფართობი 16,941 ჰექტარს შეადგენს.
სააგენტოს რამდენიმე მიმდინარე პროექტი აქვს. მათ შორის რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულია 10 სასოფლო-სამეუნეო კოოპერატივი. ჯამური ღირებულებით 1,126,662 ლარი.
გასულ წელს მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 3 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი ჯამური ღირებულებით 1,186,950 ლარი.
მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხადაჭერის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 67 სასოფლო-სამეუნეო კოოპერატივი, ჯამური ღირებულებით 423,719 ლარი.
მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების’’ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 29 კოოპერატივი, რომელთაც 1,569,065 ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადაეცა.