"თი ბი სი" ბანკი სადაზღვევო კომპანია "კოპენბურის" შეძენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წარმოებას ადასტურებს. "თი ბი სი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ბადრი ჯაფარიძემ "ბიზნესკონტრატს" განუცხადა, რომ "კოპენბურის" შეძენაზე მოლაპარაკებები ძალიან ახლოს არის გადაწყვეტასთან.
"წინსწრებით არ შეიძლება რაიმე გარიგებაზე საუბარი, თუმცა ,,თი ბისი ბანკი’’ უკვე კარგა ხანია ყიდის სადაზღვევო პროდუქტებს. ამ ეტაპზე დრო მოვიდა სადაზღვევო პროდუქტების ასორტიმენტი გაიზარდოს და უფრო აქტიურად ვიყოთ წარმოდგენილი ამ ბაზარზე. ჩვენ უკვე ვართ ამ სფეროში და ჩვენი ფილიალები ახდენენ სადაზღვევო პროდუქტების გაყიდვას. თუ დასრულდა შეძენა წარმატებით ამას მალე შეგატყობინებთ. მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ძალიან ახლოს არის გადაწყვეტასთან", - განუცხადა ბადრი ჯაფარიძემ "ბიზნესკონტრაქტს".