ამერიკული უმსხვილესი ბანკი Wells Fargo შიდა კორუფციის გამოძიების ფარგლებში ოთხ უფროს მენეჯერს ათავისუფლებს და მათ ბონუსებისა და ფასიან ქაღალდების გარეშე ტოვებს, - აღნიშნულის შესახებ კომპანიის განცხადებაზე დაყრდნობით წერს Reuters.
სააგენტოს ცნობით, ტოპ-მენეჯერების თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი დირექტორთა საბჭოზე განიხილეს, რასაც საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი.
ოთხი უფროსი მენეჯერის გადაყენებას კი ათასობით დაბალ პოზიციაზე მყოფი თანამშრომლის გათავისუფლება მოჰყვა. გათავისუფლებული თანამშრომლების მიერ ჩადენილი დანაშაულის დაკონკრეტებაზე ბანკი უარს აცხადებს. ბანკის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ კომისია გამოძიებაზე მუშაობას გააგრძელებს.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ამერიკული ბანკის Wells Fargo წმინდა მოგება 4,37%-ით შემცირდა, 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შეადრებით.
ბანკის მოგების შემცირება ზედიზედ მეხუთე წელია გრძელდება. ბანკი აქტივების თვალსაზრისით, ამერიკის შეერთებულ შტატებში მესამე ბანკია.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის მარეგულირებელმა ორგანომ Wells Fargo უკანონო პრაქტიკის გავრცელებაში დაადანაშაულა და 185 მილიონი დოლარით დააჯარიმა.
მომხმარებლებს ბანკმა კომპენსაციის სახით 5 მილიონი დოლარი გადაუხადა.