Home
Category
TV Live Menu

კოტე სულამანიძე: საქართველოში დაზღვევის კულტურა უნდა განვითარდეს

593b0a06b6074
BM.GE
11.06.17 10:00
787
საქართველოში ბაზრობებისა და სავაჭრო ცენტრების სავალდებულო დაზღვევის მიზნით, სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ კანონში, შესაძლოა ცვლილებები შევიდეს. დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი, კოტე სულამანიძე გადაცემაში ანალიტიკა ამბობს, რომ მთავრობა მოახდეს ანალიზს, თუ რომელი ობიექტია ყველაზე დიდი რისკის მატარებელი და რა ტიპის პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს მას.

„ძალიან ხშირად იყო ქვეყანაში მასშტაბური ხანძარი და მე პრეცედენტი არ მახსოვს, რომ მოვაჭრეს რომელიც დაზარალდა ხანძრის შედეგად, დაედოს ბრალი ბაზრობის მფლობელისთვის. მათ ინტერესშია რომ მათი პასუხისმგებლობა იყოს დაზღვეული.

უნდა ვისწავლოთ სხვების შეცდომებზე და ავირიდოთ რისკი. მსგავსი ბევრ ქვეყანაშია, სავაჭრო ცენტრები იღებენ პასუხისმგებლობის დაზღვევას. კულტურა დაზღვევის განსავითარებელია ჩვენს ქვეყანაში. ასევე, ღირებულება სადაზღვევო პროდუქტის მოსახლეობას მათთვის მისაღები ენით უნდა მივაწოდოთ, მათ მარტივად უნდა ავუხსნათ და დაზღვევა უნდა იყოს მარტივად ხელმისაწვდომი, მოსახლეობას ზედმეტი ბიუროკრატოია არ უნდა შევუქმნათ“, - ამბობს კოტე სულამანიძე.

Subscribe to our news

Get the main news of the day