კოვიდგადატანილ პირს ე.წ მწვანე სტატუსი მუდმივად ექნება
BM.GE
24.11.21 23:06
• 312
კოვიდგადატანილ პირს ე.წ მწვანე სტატუსი ექნება მუდმივად - გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. როგორც საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა ამ შემთხვევაში ჩამკეტი მექანიზმი არ იმოქმედებს, შესაბისად არ ექნება მნიშვნელობა პერიოდს თუ როდის გადაიტანა პირმა კორონავირუსის ინფექცია. ის იმავე უფლებებით ისარგებლებს, რითაც ვაქცინირებული მოქალაქე. რატომ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება და აქვს თუ არა მას გამართლება იმ პირობებში, როცა ქვეყანაში რეინფიცირების არაერთი შემთხვევა ფიქსირდება.