Home
Category
TV Live Menu
Loading data...

“კოვიდის ხარჯები სამართლებრივი დავის ნაწილი ხდება” / ანალიტიკა - 16.07.2021_13:40 - გადაცემა სრულად

BM.GE
16.07.21 14:17
438
ანალიტიკა - 16.07.2021_13:40 - გადაცემა სრულად

დღეს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა - IDFI -მ - #COVID19-თან დაკავშირებული ხარჯების მონიტორინგის საბოლოო ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. კონკრეტულ ხარჯებს შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ორგანიზაციის ვებგვერდზე, სადაც წესით სულ მალე უნდა გამოქვეყნდეს სრული ანგარიში. თუმცა, მანამდე მე ჩემს სტუმართან ერთად შევეცდები უფრო ზოგადად შეგიქმნათ წარმოდგენა, რამდენად გამჭვირვალეა ეს ხარჯები, რამდენად კონკრეტულად კოვიდ-19-ის მუხლით არის აღრიცხული ეს ხარჯები და რამდენად მიზნობრივადაა ეს თანხები დახარჯული - რას აჩვენებს საერთო, ზოგადი სურათი.

ერთი სტატისტიკა, რომელიც კარგად მიუთითებს, რამდენად აქვს გაცნობიერებული მთავრობას საკუთარი ანგარიშვალდებულება ასეთია: აიდიეფაი-ს მიერ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში გაგზავნილი მოთხოვნების 20% საერთოდ უპასუხოდ დარჩა, ხოლო დარჩენილი 80%-ის შემთხვევაში, ორგანიზაციას დამატებითი შრომა და მიმართვები დასჭირდა, რომ სრულყოფილად მიეღო ის პასუხები, რაც მას სჭირდებოდა.

სტუმარი: გოგა თუშურაშვილი - IDFI ; ანალიტიკოსი


Subscribe to our news

Get the main news of the day