Home
Category
TV Live Menu

კრისტიან დენიელსონი: მოვისმინეთ ძალიან კარგი განმარტება ამბიციური რეფორმების შესახებ, რომელთაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს

5891ee1c5a466
BM.GE
01.02.17 18:16
1141
ჩვენ განვიხილეთ მომავალი ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები და მოვისმინეთ ძალიან კარგი განმარტება ამბიციური რეფორმების შესახებ, რომელთაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, - განაცხადა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის გენერალურმა დირექტორმა კრისტიან დენიელსონმა საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერთან, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვითან შეხვედრის შემდეგ.

კრისტიან დენიელსონის განცხადებით, ევროკავშირი საქართველოს ბევრი მიმართულებით თანამშრომლობს, რომელიც მოიცავს როგორც მაკროეკონომიკურ სისტემას, ასევე კონკრეტულ აქტივობებს , რომლებიც ხელს უწყობს მცირე და საშუალო ზომის საწარმოების განვითარებას და დახმარებას სხვადასხვა ფორმით.

ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის გენერალურმა დირექტორმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის, ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში მმართველი დირექტორი თომას მეიერ ჰარტინგი, აგრეთვე ფინანსთა და ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ნიკოლოზ გაგუა და გენადი არველაძე.

Subscribe to our news

Get the main news of the day