კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრი ქუთაისში
BM.GE
26.09.22 08:27
• 341
კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრი - ეს არის ჰოსპიტალი დასავლეთ საქართველოში, რომელიც პაციენტებს სრული ონკოლოგიური სერვისის მიწოდებას სთავაზობს.სამედიცინო დაწესებულება საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი გუნდით არის დაკომპლექტებული, რომელიც პაციენტებს მკურნალობას უახლესი კლინიკური მიდგომებითა და გაიდლაინებით სთავაზობს. ჰოსპიტალი ჩიკაგოში მოღვაწე რადიაციული ონკოლოგის - კრისტინა კილის სახელს ატარებს, რომელისაც შეერთებულ შტატებში ონკოლოგად მუშაობის 40-წლიანი გამოცდილება აქვს და ცენტრის განვითარებაში დაარსების დღიდან აქტურად არის ჩართული. პროფესორი კილი, წელიწადში რამდენჯერმე სტუმრობს ქუთაისს და პირადად ხვდება იმ პაციენტებს, რომელებიც სხივური თერაპიის კურსს გადიან. გარდა ამისა, იგი დისტანციურ რეჟიმში ყოველდღიურად ეცნობა პაციენტების მკურნალობის გეგმას და ადგილობრივ ექიმებს საერთაშორისო გამოცდილებას უზიარებს.