Home
Category
TV Live Menu
Loading data...

კრიზისი ფეროშენადნობების ბაზარზე - რა შეთავაზება აქვს „ჯორჯიან მანგანეზს“ დასაქმებულებისთვის?

BM.GE
09.06.23 16:41
136
კომპანია "ჯორჯიან მანგანეზი", რომელიც მსოფლიო ფეროშენადნობების ბაზარზე შექმნილი კრიზისის ფონზე თებერვლიდან სპეცრეჟიმით მუშაობს, თანამშრომლებს შეცვლილ სამუშაო პირობას სთავაზობს. კომპანიის მენეჯმენტი აცხადებს, რომ შეთავაზება მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ კომპანიამ საქმიანობა არ შეაჩეროს და ჭიათურის 3,382 თანამშრომელი სამსახურის გარეშე არ დარჩეს. საუბარია ადმინისტრაციული ხარჯების მინიმუმამდე შემცირებასა და 720 თანამშრომლისთვის ორცვლიანი 12-საათიანი სამუშაო პირობებიდან, სამცვლიან 8-საათიან სამუშაო პირობებზე გადასვლა. კომპანია განმარტავს, რომ უცვლელი რჩება თვის მანძილზე თანამშრომელთა ხელფასი, დასვენების და სამუშაო საათები. რა შეთავაზება აქვს "ჯორჯიან მანგანეზს" თანამშრომელთა ნაწილისთვის, რა ვითარებაა დღეს ფეროშენადნობების ბაზარზე და რას გეგმავს კომპანია?

სტუმარი: გიორგი ტატიშვილი - “ჯორჯიან მანგანეზის” ფინანსური დირექტორი;
 

Subscribe to our news

Get the main news of the day