Home
Category
TV Live Menu

კრწანისის რაიონის გამგეობა დედის დღეს სპექტაკლით "ბე, ბებია, ილიკო და ილარიონი" აღნიშნავს

5a894124e57dc
მეგი კავთუაშვილი
18.02.18 12:55
909
კრწანისის რაიონის გამგეობამ სპექტაკლის ორგანიზების მიზნით ტენდერი გამოაცხადა. 3 მარტს დედის დღესთან დაკავშირებით ფონიჭალაში „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ დაიდგმება. კულტურულ-გასართობი ღონისძიების ორგანიზებისთვის ბიუჯეტიდან 3 000 ლარი გამოიყო. სატენდერო პირობებით, ის, ვინც სპექტაკლს დადგამს, 100 ერთეული შოკოლადის ნაკრები და ყვავილების თაიგული უნდა შეიძინოს. ასევე, თავადვე უზრუნველყოს რაიონში მცხოვრები მრავალშვილიანი დედებისთვის საჩუქრების დარიგება.

Subscribe to our news

Get the main news of the day