Home
Category
TV Live Menu

"კულას" დამფუძნებელი ტრადიციული ქართული კერძების კონსერვებს გამოუშვებს

57f3770fd5b7e
სალომე მეცხვარიშვილი
04.10.16 13:29
1425
საკონსერვო ქარხანა "კულას" დამფუძნებელი წელს მეორე ქარხანას აამუშავებს სხვადასხვა სახეობის კონსერვს გამოუშვებს. კომპანია "ჯეო კონცენტრატი" ტრადიციული ქართული კერძების კონსერვების წარმოებას იწყებს.

როგორც "ბიზნესკონტრატს" კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ვანო გოგლიძემ განუცხადა, გამოუშვებენ ჩაქაფულის, ხაშის, ჩაშუშულის კონსერვებს.
ახალ პროდუქტები გორში მდებარე ქარხანაში იწარმოება, რომლის რემონტიც ამ ეტაპზე მიმდინარეობს.

ტრადიციულ ქართულ კერძებთან ერთად ქარხანა სხვადასხვა ტიპის ხორცისა და თევზის კონსერვებსაც გამოუშვებს.

ვანო გოგლიძის ინფორმაციით, ქარხანა ექსპლოატაციაში ნოემბრის შუა რიცხვებში შევა, ქართული კონსერვი კი დახლებზე ნოემბრის ბოლოს გამოჩნდება. რაც შეეხება ქართული კერძის კონსერვებს, ეს პროდუქცია ბაზარზე მოგვიანებით გამოვა.

გორში მდებარე საწარმოში ბიზნესმენმა მილიონ დოლარზე მეტი ჩადო. ქარხანაში 40 ადამიანამდე დასაქმდება.

გასულ თვეში კომპანია "ჯეო კონცენტრატმა", რომელიც პროდუქციას "კულას" ბრენდით აწარმოებს, კიდევ ერთი საწარმო გახსნა. პროდუქცია „ბატონოს" ბრენდის ქვეშ იყიდება. ახალ საწარმოში ძირითადად კომპოტების და მწნილების წარმოება ხდება.

Subscribe to our news

Get the main news of the day