Home
Category
TV Live Menu
Loading data...

კულინარიული რეცეპტების ციფრული მუზეუმი - ნინი ქვირია ქალების ნარატივში

BM.GE
16.03.21 12:18
368

„წაიღე“, „მესტუმრე“, „მოგიტან“ - კერძის მიღების 3 გზა “Slice it”-ისგან - ნინი ქვირია „ქალების ნარატივში“

 

 -რა სერვისს მოიაზრებს “Slice it”?

-“Slice it  იქნება აპლიკაცია, რომელიც გურმანსა და მზარეულს ერთმანეთთან დააკავშირებს, რის შედეგადაც, შესაძლებელი იქნება კერძის მიწოდება სახლიდან სახლში. ასევე, ეს იქნება ერთგვარი ბიბლიოთეკა, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება ატვირთოს რეცეპტები, გაუზიაროს საზოგადოებას და სამომავლოდ, თაობასაც შეუნახოს.  აღვნიშნავ, რომ პირველადი ანალიზით, კონკრეტული კონკურენტი არ მოიძებნა; არის ცალეული საიტები, სადაც რეცეპტებია ატვირთული, მაგრამ კომპლექსურად, ყველა ის სერვისი რასაც ჩვენ ვთავაზობთ, ერთ სივრცეში სხვაგან არაა.  

ამასთან, ესაა თვითდასაქმების ძალიან დიდი პერსპექტივა.როდესაც მზარეული ისედაც, დღის რუტინაში, ამზადებს კერძებს, შეუძლია ეს კერძები გაყიდოს და შესაბამისად, ამით სარგებელი მიიღოს. ამით თვითდასაქმების პერსპექტივას ვქმნით.

 

-როგორ გაჩნდა იდეა?

-როდესაც პანდემია დაიწყოდა განუსაზღვრელი ვადით აღმოვჩნდით სახლებში, ბევრმა დაიწყო კერძების მომზადება, აზიარებდნენ სოციალურ ქსელებში, ელოდებოდნენ შეფასებებს; დავფიქრდით, რომ შეიძლებოდა შექმნილიყო პლატფორმა, სადაც ამ კერძებს გაყიდნენ და ადამიანებს რეალური სახით გაუზიარებდნენ.

ეს ყველაფერი ჯერჯერობით პროცესშია, ძალიან მალე უნდა ჩავუშვათ საიტი,საიდანაც მივიღებთ გარკვეულ შედეგებს და დამუშავების შემდეგ, სრულყოფილი სახით წარვდგებით, როგორც აპლიკაცია.  

 

-უფრო დეტალურად რომ აგვიხსნათ, როგორ იმუშავებს “slice it”?

-გურმანიაპლიკაციას გახსნისას ხედავს, რომ მის გარშემო, ახლომახლო გარკვეული კერძები მზადდება. თუ რომელიმე მის გემოვნებას აკმაყოფილებს, შეუძლია აირჩიოს. გურმანს საშუალება ეძლევა კერძი 3 სახით მიიღოს, ესენია: „მესტუმრე“, „წაიღე“ და „მოგიტან“.   

„წაიღეს“ შემთხვევაში, გურმანი თვითონ მიდის მზარეულთან და გამოართმევს კერძს. „მოგიტან“ ნიშნავს, რომ მზარეულს აქვს საშუალება, რომ თვითონ მიაწოდოს კერძი, ხოლო „მესტუმრეს“ შემთხვევაში, გურმანი მზარეულთან სახლში მიდის და შეუძლია იქვე მიირთვას კერძი. ვფიქრობ, ეს მოგზაურებისთვის იქნება აქტუალური, იმ ქვეყანაში, რომელსაც ეცნობიან, შეუძლიათ ესტუმრონ ქვეყნის წარმომადგენლებს, ჰქონდეთ კულინარიული თავგადასავლები, შეიძინონ მეგობრები.

 

-რა იყო ამ იდეის ინსპირაცია?

-ვარ გურმანი, მზარეული - ნაკლებად. როცა ახალი კვების ობიექტი ჩნდებოდა ბაზარზე, ყოველთვის ვეცნობოდი. დიდი გამოცდილება მაქვს, ამ მხრივ, რჩევებსაც მეკითხებოდნენ. მქონდა ბლოგიც, სადაც ვწერდი, კერძებზე, რესტორნებზე. სამსახურებრივი კუთხით არა, მაგრამ ამ სფეროსთან შეხება ყოველთვის მქონდა და პანდემიის პერიოდმაც ამ კუთხით „წამიყვანა“.  

 

-ფინანსური მომგებიანობის თვალსაზრისით, როგორი მოლოდინი გაქვთ?

-დარწმუნებულები ვართ, რომ წინაღობები იქნება. ასეთ რამ ჯერჯერობით არაა და ახალ რაღაცაზე წინაღობები არის. მაგრამ მზაობა გვაქვს და მაქსიმალურად დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ყველაფერი გაამართლებს. ვფიქრობ, ამ იდეას სხვებიც აიტაცებენ, თუმცა კონკურენტების პრობლემაც არაა, ველოდებით.

ზოგადად, მქონია ეტაპები, რომელთა გადალახვის შემდეგაც, მივხვდი, თუ როგორ გავიზარდე, რამხელა გამოცდილება შევიძენე. მომავალი წინაღობებითაც, დარწმუნებული ვარ, მეტად განვვითარდები.

 

-რამდენი ადამიანია “Slice it”-ის გუნდში?

-ჯერჯერობით, ამ საკითზე 2 ადამიანი ვმუშაობთ - მე და მაკო ქავთარაძე. მაკო ქავთარაძეს ჰქონდა რეცეპტების მუზეუმის ფიზიკური ლოკაცია, რაშიც გარკვეულწილად მეც ვიყავი ჩართული. ეს უფრო ტურისტებზე იყო გათვლილი და პანდემიისას, მისი დახურვა მოგვიწია, თუმცა ციფრული სახით გადავიტანეთ. 

 

-რას უკავშირდება აპლიკაციის სახელწოდება - “Slice it”?

-შეიძლება ითქვას, რომ სახელზეც ახლაც ვმუშაობთ, იდეა კი ისაა, რომ არაა აუცილებელი საკვების მთლიანი პორცია იყიდო, შესაძლებელია, პირობითაც, ხაჭაპურის ერთი ნაჭერი შეიძინო, რაც აზრობრივად უკავშირდება სახელს - “Slice it”. 

ასევე აღვნიშნავ, რომ  აქტიურ მზარეულებს და გურმანებს შეუძლიათ ბონუსები დააგროვონ, რითაც შეეძლებათ ან საკვები შეიძინონ თანხის გარეშე, ან რაიმე ჩვენი პარტნიორი ტექნიკის მაღაზიიდან. ეს შეიძლება იყო, მაგალითად, ბლენდერი. 

 

-კიდევ რა გამოწვევას უმზადებთ თავს?

-ეხლა რასაც ვაკეთებ, ვხვდები, რომ არის ის, სადაც შემიძლია მთელი დრო და ენერგია ჩავდო, რადგან ვფიქრობ აქ შემიძლია გამოვავლინო ჩემი თავი და შევდგე, როგორც ანტერპრენერი. 

 

-რას ნიშნავს თქვენთვის ჯანსაღი ცხოვრების წესი?

-დაახლოებით 8 წელი ვცურავდი. ეს დიდ ენერგიას მაძლევს და ამ სპორტისთვის თავის დანებების შემდეგაც ვაგრძელებდი ცურვას, პანდემიისას ამას ვერ ვახერხებდი, არის სახლში ვარჯიშის, ან თუნდაც ფეხით სეირნობის ალტერნატივა.





სტუმარი: ნინი ქვირია - "slice it"-ის დამფუძნებელი; კულინარიული რეცეპტების ციფრული მუზეუმის ხელმძღვანელი

Subscribe to our news

Get the main news of the day