Home
Category
TV Live Menu
Loading data...

კულტურის კომიტეტმა „ტურიზმის შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა - რა იცვლება ტურიზმის სექტორში?

BM.GE
20.06.23 12:46
81
კულტურის კომიტეტმა „ტურიზმის შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. პროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, დავით სონღულაშვილის განმარტებით, დოკუმენტი ტურიზმთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებას და ტურიზმის სფეროს მართვის ძირითადი კომპონენტების მოწესრიგებას ითვალისწინებს. კანონპროექტი განსაზღვრავს ტურისტული საქმიანობის სუბიექტებსა და მიმართულებებს, აწესრიგებს ტურისტულ საქმიანობას, განსაზღვრავს ტურისტის, როგორც მომხმარებლის უფლებებსა და გარანტიებს, ტურისტული მომსახურების სახელშეკრულებო ურთიერთობებს, სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ფუნქციებს და მოვალეობებს, ტურიზმის სფეროში კერძო და საჯარო თანამშრომლობის მექანიზმებს, ტურისტის უსაფრთხოებასა და ტურისტთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს - განაცხადა დავით სონღულაშვილმა. მისივე თქმით, არსებული კანონი ვერ პასუხობს ტურიზმის სექტორში დღეს არსებულ გამოწვევებს. გარდა ამისა, საკანონმდებლო ცვლილებები აუცილებელია იმისათვის, რომ ტურისტული მომსახურების რეგულაციები შესაბამისობაში მოვიდეს ევროკავშირის დირექტივებთან. 

სტუმარი: ალექსანდრე გიორგიძე - გიდი.

Subscribe to our news

Get the main news of the day