საწირის განვითარების ფონდი კურორტის განვითარების გეგმაზე მუშაობს. როგორც ფონდის თავმჯდომარემ "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა, პროექტის დასრულების შემდეგ ის დონორ ორგანიზაციებს და ბიზნესმენებს წარედგინება.
პროექტის ფარგლებში უახლოეს პერიოდში საკურორტო ზონაში იუსტიციის სამინისტრო საინფორმაციო ცენტრის მშენებლობას დაიწყებს.
ასევე კურორტის განვითარების ფონდი თავისუფალ უნივერსიტეტთან ერთად, 25-მდე ბიზნეს გეგმაზე მუშაობს, რომლის განვითარებაც კურორტზეა შესაძლებელი. ბიზნეს გეგმები მოიცავს, როგორც ტურისტულ სექტორებს ასევე სოფლის მეურნეობის დარგს, რომლებსაც შემდგომ ბიზნესმენებს შესთავაზებენ. მათი ნაწილის განხორციელება მომავალი წლიდან არის დაგეგმილი.
ამ ეტაპზე კურორტზე კოტეჯებისა და გესტ ჰაუსების მშენებლობა და რეკონსტრუქცია მიმდინარეობს. ადგილზე იგეგმება ველო-ბილიკებისა და სპორტული კოპლექსების მშენებლობა.
როგორც საწირეს განვითარების ფონდში განმარტავენ, კურორტზე მოწესრიგდება წყალგაყვანილობა და ელექტრომომარაგება.
პროექტის პრეზენტაცია ზაფხულში იგეგმება, სადაც კურორტის შესახებ ინფორმაციას ბიზნესმენებს, მსოფლიო ბანკის, მუნიციპალური განვითარების ფონდისა და სამინისტორების წარმომადგენლებს მიაწვდიან.
კურორტი საწირე იმერეთში, ტყიბულოს წყალსაცავის ჩრდილოეთით, ზღვის დონიდან 550 მეტრზე მდებარეობს. კურორტზე რამდენიმე კვირის წინ, მოლაშქრეთა სეზონის გახსნა მოხდა. როგორც საწირეს განვითარების ფონდში განმარტავენ, პროექტით ადგილზე მსგავსი კურტურული და შემეცნებითი ღონისძიებების ჩატარებაც არის გათვალისწინებული.