იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და "საწირის განვითარების ფონდი“-ს ორგანიზებით, პროექტ "საწირე–მომავლის სოფელი"–ს პრეზენტაცია გაიმართა.
საწირის განვიათრების სტრატეგია კომპლექსურ განვითარებას გულისხმობს. ის მოიცავს ერთის მხრივ, ქალაქური ტიპის ინფრასტრუქტურის მოწყობას, ხოლო მეორეს მხრივ, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. სტრატეგიის მიზანი სოფელში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ცხოვრებისა და მუშაობის პირობების შექმნა და მიგრაციული პროცესების შეჩერებაა.
როგორც კურორტის განვითარების ფონდის თავმჯდომარე გელა ბუბაშვილი აცხადებს, სტარტეგია დაწერია ილიაუნის პროფესორი დიმიტრი ჯაფარიძის მიერ. მან შეიმუშავა ქართული სოფლის განვითარების სტარტეგია საწირის მაგალითზე.
„სტრატეგია ორ ძირითად მიმართულეას მოიცავს - ესაა პირველ რიგში მყარი ინფრასტრუქტურის უზრუნველფა და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება.
ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ფონდი სახელმწიფოსთან ერთად მუშაობს.
გეგმაში გვაქვს, რომ პროექტის ინფრასტრუქტურული ნაწილი წელს და მომავალ წელს ძირითადად დასრულდება, ესაა რკინიგზის სადგური, გაზიფიცირება, საზოგადოებრივი ცენტრი და სხვა.
მეორე ეტაპი უკვე არის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება რასაც 2-3 წელი დასჭირდება.
პროექტის განხორციელებას 15 მილიონი ლარი სჭირდება, აქედან 5 მილიონი სჭირდება ინფრასტრუქტურის ბოლომდე მიყვანას, ხოლო სტარტაპებისთვის 10 მილიონია საჭირო. აქედან 5 მილიონის მობილიზება საგრანტო პროექტებით მოხდება, ხოლო მეორე 5 მილიონის ინვესტირებას ბიზნესმენები განახორციელებენ“, - აცხადებს გელა ბუბაშვილი.