გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტებმა ლისის ტბის, კუს ტბისა და თბილისის ზღვის წყლის ხარისხის კვლევა ჩაატარეს. მაისში, თბილისის ზღვაზე, კუს ტბასა და ლისის ტბაზე სინჯების აღება საბანაო ზონის თითო წერტილში განხორციელდა. ჩატარებული ანალიზების შედეგების მიხედვით, განსაზღვრული 23 ქიმიური და 3 მიკრობიოლოგიური ინგრედიენტების კონცენტრაციებიდან ზღვრულად დასაშვებ მნიშვნელობას მხოლოდ ლისის ტბაში აღემატებოდა, რაც სპეციალისტების თქმით, ამ ტბის ფონურ შემცველობად შეიძლება ჩაითვალოს.
მაისში ჩატარებული კვლევების მიხედვით, კუს ტბის, ლისის ტბისა და თბილისის ზღვის სინჯებში მიკრობიოლოგიური დაბინძურება არ დაფიქსირებულა.