Home
Category
TV Live Menu

"კვალიფიციური მუშახელის ნაკლებობა ბიზნესის შემაფერხებელი ფაქტორია"

5a2aa6ba64e62
BM.GE
08.12.17 18:47
945
IMF  საქართველოში ბიზნესის წარმოების ერთ-ერთ მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად კვალიფიციური მუშახელის ნაკლებობას ასახელებს. ფონდის მუდმივმოქმედი წარმომადგენელი ფრანსუა პეშო ანალიტიკასთან ინტერვიუში ამბობს, რომ სტრუქტურული რეფორმების გატარებისას ქვეყანამ აქცენტი სწორედ განათლების რეფორმაზე უნდა გააკეთოს, რაც კადრების კვალიფიკაციის ამაღლებასაც შეუწყობს ხელს.

"კვალიფიციური მუშახელის ნაკლებობა არის მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი საქართველოში ბიზნესის წარმოებასთან დაკავშირებით. საქართველოს მთავრობა მსოფლიო ბანკთან ერთად დღეს მუშაობს განათლების რეფორმაზე, რომელიც აქცენტს გააკეთებს უწყვეტ განათლებაზე, ასევე, პროფესიულ სწავლებაზე და შეიმუშავებს სტანდარტიზებულ შეფასების სისტემას პედაგოგებისთვის", - ამბობს პეშო.

Subscribe to our news

Get the main news of the day