Home
Category
TV Live Menu

კვირიკაშვილი: მინდა არასდროს შეგეშინდეთ წარუმატებლობის და მინდა აუცილებლად სცადოთ

5763d2c4425b2
BM.GE
17.06.16 14:33
1124
საქართველოს მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში, ინოვაციური ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა „სტარტაპ საქართველო“ იწყება. პროგრამის პრეზენტაცია პრემიერმა გამართა.
 
„მინდა გითხრათ, რომ არ შეგეშინდეთ ნაბიჯის გადადგმის, პირველი ნაბიჯის გადადგმა არის უმთავრესი, იმისთვის რომ წარმატებას მიაღწიოთ.

ამაზონის დამფუძნელები აცხადებს: როდესაც მე ბიზნესს ვიწყებდი ზუსტად ვიცოდი, რომ არ ვინანებდი, თუ ეს წამოწყება დამთავრდებოდა კრახით, მაგრამ ასევე ზუსტად ვიცოდი, რომ ვინანებდი, რომ არ მეცადა ჩემი იდეის განხორციელება.

მინდა მოვიყვანო ცნობილი კალათბურთელის მაიკლ ჯორდანის ფრაზა, რომ მან 36 000 მატჩში მიიღიო მონაწილეობა, 3000 სროლა განახორციელა, რომელიც დამთავრდა აცილებით და 36-ჯერ მიეცა საშუალება გუნდისთვის გადამწყვეტ მატჩში გადამწყვეტი სროლა განეხორციელებინა და 36-ჯერ ააცილა კალათს და სწორედ ეს იყო მისი წარმატების საწინდარი. მინდა არასდროს შეგეშინდეთ წარუმატებლობის და მინდა აუცილებლად სცადოთ. მინდა ბოლო ჩერჩილის სიტყვებით დავასრულო: მაშინაც კი, როდესაც თქვენ გიწევთ ჯოჯოხეთის გავლა, გააგრძელეთ სიარული, - ეს არის წარმატების საწინდარი “, - განაცხადა პრემიერმა.

პროგრამაში მონაწილეობისთვის ბიზნეს იდეების წარდგენა დღეიდან არის შესაძლებელი. პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე სახელმწიფო 11 მილიონ ლარს გამოყოფს, რომლითაც ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სტარტაპები დაფინანსდება. სამომავლოდ, უფრო მეტი სტარტაპის დაფინანსების მიზნით, პროგრამის ბიუჯეტი, შესაძლოა, 35 მილიონ ლარამდე გაიზარდოს.
პროგრამის კოორდინატორები არიან საპარტნიორო ფონდი და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო.

Subscribe to our news

Get the main news of the day